ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ


12 ფეხბურთელი სანაკრებო მატჩების შემდეგ უკან დაბრუნდა. ხერარდ პიკეს გარდა პეპ გვარდიოლას განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი იყო. ისინი აგრძელებენ შაბათის მატჩისთვის მზადებას, სადაც "ბარსას" მეტოქე "რეალ სოსიედადი" იქნება.

1 კვირიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშზე ფეხბურთელების უმრავლესობა იმყოფებოდა. სანაკრებო მატჩების შემდეგ პეპ გვარდიოლას 12 ფეხბურთელი დაუბრუნდა: მესი, მასკერანო, ალვეში, სანჩესი, აბიდალი, ტიაგო, ვალდესი, ინიესტა, ჩავი, სესკი, პედრო და ვილია.

მსუბუქი ვარჯიში

იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც მონაწილეობა სანაკრებო მატჩებში მიიღეს მსუბუქად ივარჯიშეს. მათთან ერთად ვარჯიშობდნენ კარლეს პუიოლი, იბრაჰიმ აფელაი, ადრიანო და მაქსველი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც არ იმყოფებოდა ვარჯიშზე ხერარდ პიკე იყო.

6 ფეხბურთელი ფილიალიდან

6 ფეხბურთელმა, რომელმაც გუშინდელ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა დღესაც ივარჯიშა. ესენია ორიოლ როსელი, გუსტავო, ხერარდ დეულოფეუ, კუენსა, ლობატო და კარმონა.

შემდეგი სავარჯიშო სესია ხვალ, ადგილიბრივი დროით 10 საათზე გაიმართება. ვარჯიში მედიასთვის დახურული იქნება. პრეს–კონფერენციას ერიკ აბიდალი გამართავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.