რივალდო "კლასიკოს" საყურებლად ჩამოვიდა
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი რივალდო, რომელიც ამჟამად ანგოლის "კაბუსკორპში” გამოდის, გადაწყვიტა, რომ 7 ოქტომბერს დაესწროს მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" დაპირისპირებას ლა ლიგის მე-7 ტურში.
"ჩამოვედი ბარსელონაში იმ მიზნით, რომ ვუყურო დიდ მატჩს "ბარსელონასა" და "რეალის" მონაწილეობით. ორი მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. მე უბრალოდ მიყვარს ეს ქალაქი." - დაწერა 40 წლის რივალდომ საკუთარ თვითერზე.
შეგახსენებთ, რომ რივალდო "ბარსელონაში" 1997-2002 წლებში გამოდიოდა, იგი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი 1997-1998 და 1998-1999 წლის სეზონში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]