რივალდო: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდები "ბარსელონა" და "კორინთიანსი" არიან"
"ბარსელონასა" და "კორინთიანსის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ბრაზილიელი რივალდო ამ გუნდებს ბოლოდროინდელ წარმატებებს ულოცავს.
"კორინთიანსმა", რომელმაც ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული უკვე გაინაღდა, გასულ ტურში, "სან პაულუ" 6:1 გაანადგურა, ხოლო "ბარსელონამ" "რეალს" მადრიდში 4:0 მოუგო.
"კორინთიანსსა" და "ბარსელონას" ვულოცავ. სხვებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, ეს ორი გუნდი, ამჟამად, მსოფლიოში საუკეთესოა." - დაწერა რივალდომ თავის ინსტაგრამზე.
რივალდო, რომელიც ახლა 43 წლისაა, 1993-94 წლებში "კორინთიანსში" თამაშობდა, ხოლო 1997-2002 წლებში "ბარსელონას" ლიდერი იყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]