ლაპორტა: "ბარსა" კატალონიისთვის იგივეა, რაც "რეალი" - ესპანეთისთვის"
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა - ხუან ლაპორტამ განაცხადა, რომ კატალონიელებსა და მადრიდის "რეალს" შორის მატჩის პოლიტიზირება ჩვეულებრივი რამაა - ციტირებს ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ მორიგი "კლასიკო" დღეს 21:50 წუთზე დაიწყება და მას "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.
"მე ვფიქრობ, რომ დღეს "ბარსასა" და "რეალს" შორის გასამართი კლასიკო კიდევ ერთხელ შეეხება პოლიტიკას. გარკვეულწილად, ეს ნორმალურია. საქმე კი იმაშია, რომ "ბლაუგრანა" კატალონიისთვის იმავეს ნიშნავს, რაც სამეფო კლუბი ესპანეთისთვის. ჩვენი კლუბი კატალონიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლოა. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ დღესდღეობით სპორტი, კერძოდ კი - ფეხბურთი საკმაოდაა პოლიტიზირებული" - განაცხადა ლაპორტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]