ლაპორტას დაბრუნების სურვილი დღითი-დღე იზრდება

ლაპორტას დაბრუნების სურვილი დღითი-დღე იზრდება

”ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად გაუწევს კონკურენციას სანდრო როსელს, იტყობინება ესპანური პრესა.

როგორც ყოველთვის, ლაპორტას მორიგ ციტატაში ჩვენ წავაწყდებით ”ბარსას” ამჟამინდელი პრეზიდენტის გაკრიტიკებას.

ბარსელონას” პრეზიდენტობის სურვილი დღითი-დღე მეზრდება და შემიძლია გითხრათ, რომ მე მზად ვარ ამისთვის. ჩემი აზრით, ახლანდელი ხელმძღვანელობის დამოკიდებულება აბიდალისადმი მიუღებელია. მათ აუცილებლად უნდა გაეხანგრძლივებინათ ერიკთან. რაც შეეხება ჩვენ ყოფილ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას, მუდამ ვიქნები მისი მადლიერი. კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ანადგურებს იმას, რასაც ჩვენ საკმაოდ დიდ ხანს ვაშენებდით” - განაცხადა ლაპორტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.