”ბარსელონა” - ”რეალი”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ
კლასიკოს წინ ტიტო ვილანოვა ძალიან მოტივირებულია და დარწმუნებულია საკუთარ ფეხბურთელებში მას შემდეგ, რაც მათ ყველა შეხვედრაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება. ”რთულია ასეთი შედეგის მიღწევა. ისტორიის განმავლობაში ჩვენ მეხუთე გუნდი ვართ, რომელმაც ზედიზედ 6 საწყისს შეხვედრაში შეძლო გამარჯვება. შესაძლოა ახლა ჩვენ სეზონის დაწყების შემდეგ საუკეთესო ფორმაში ვიყოთ, თუმცა სეზონის მიმდინარეობისას კიდევ უფრო უკეთესად შეიძლება ვიასპარეზოთ” - განაცხადა ”ბარსას” მწვრთნელმა.
ვილანოვას ესმის, რომ უშუალო მეტოქესთან 8 ქულიანი სხვაობა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამავდროულად მან შეგვახსენა: ”სეზონის დასაწყისში რომ ეთქვათ, რომ ამ დროისთვის ”რეალზე” 2 ქულით წინ ვიქნებოდით და კლასიკოს შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა სხვაობა 5 ქულამდე გაგვეზარდა ჩვენ ამ ვარიანტს დავთანხმდებოდით” - განაცხადა მან.
”ეს მხოლოდ საფეხბურთო მატჩია”
კლასიკოს წინ შექმნილ ვითარებაზე ტიტო კატეგორიული იყო: ”ეს მხოლოდ საფეხბურთო მატჩი იქნება, რომელშიც ერთ გუნდს სხვაობის შემცირება 5 ქულამდე შეეძლება, ხოლო მეორეს 11 ქულამდე გაზრდის შანსი მიეცემა, მეტი არაფერი. პოლიტიკაზე სხვა ადგილზე უნდა ისაუბროთ. ეს სპორტია. ”ნოუ კამპზე” დღოშებით მუდმივად იმყოფებიან გულშემატკივრები, ასევე ხშირია მოზაიკის გაკეთება. როცა ჩვენ სხვა სტადიონზე ვთამაშობთ სხვა დროშებს ვხედავთ, თუმცა არავინ არაფერს ამბობს”.
ეჭვები პიკეს ტრავმაზე
რაც შეეხება პიკეს, მწვრთნელმა ჯერ არ იცის ითამაშებს თუ არა მცველი: ”მან რამდენიმე დღიანი უქმობის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა. ხვალ (დღე - რედ) ჩვე ვნახავთ, თუ როგორ ფორმაში ხვდება ის მატჩს. ყველაფერი მისი ფეხის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მის სურვილში ეჭვი არავის ეპარება, ის ყველანაირად ცდილობს, რომ ითამაშოს. მან ყველაფერი გააკეთა, რათა მწყობრში ყოფილიყო”.
ვილანოვამ აღიარა, რომ ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფინალური ვარჯიშის შემდეგ მიიღებს. სონგთან დაკავშირებით - პიკეს ერთ-ერთი ალტერნატივა - მწვრთნელმა განაცხადა: ”ის მოვიდა ჩვენთან, რათა ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშოს, ხოლო ხანდახან დაცვის ცენტრში დაგვეხმაროს, სადაც მას ადრე მოწევია თამაში. ტრავმების გამო მას დროზე ადრე მოუწია სპეციალური კურსის გავლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს დაცვის ცენტრში”.
ყველასთვის ნაცნობი ”ბარსა”
მიუხედავად იმისა, თუ ვინ გავა მოედანზე ტიტომ კარგად იცის, თუ როგორ ითამაშებს გუნდი: ”ჩვენ უკვე 5 წლია ვცდილობთ ერთ სტილში ვითამაშოთ. ამავდროულად ვხედავთ, რომ მეტოქეები უფრო მეტად ჯდებიან დაცვაში და ცდილობენ ნაკლებად ითამაშონ შემტევი ფეხბურთი ჩვენს წინააღმდეგ. ეს სხვა ვარიანტის ძებნისკენ მოგვიწოდებს” - განაცხადა ვილანოვამ. მან განაცხადა, რომ თუკი რომელიმე შეხვედრას გამოარჩევდა მიმდინარე სეზონიდან ეს სუპერთასის პირველი მატჩი იქნება: ”ჩემი აზრით ეს საუკეთესო მატჩია, რომელიც წელს ჩავატარეთ. ჩვენ დიდი უპირატესობა გვქონდა. თუკი ამ შეხვედრაში არის ისეთი რამ, რისი გამოყენებაც შეგვიძლია აუცილებლად გამოვიყენებთ” - განაცხადა ტიტომ.
სიურპრიზების გარეშე
მეტოქის შესახებ მან განაცხადა: ”რაც უფრო ხშირად ხვდებიან გუნდები, მით უფრო იცნობენ ერთმანეთს. ჩვენ ვიცით, რაზე ამყარებენ ისინი იმედებს და როგორ ითამაშებენ, მათ კი ჩვენზე იციან იგივე. ვფიქრობ, რომ ახლა ვერაფრით გაგვაკვირვებენ. მათ შესანისნავი შემადგენლობა ჰყავთ, რომელიც ”ბარსელონას” შემადგენლობაზე მილიონობით ძვირი ღირს და მათ შეუძლიათ გამარჯვება. ჩვენი გამარჯვებების სერია მათთან ნორმალურობის ჩარჩოს ცდება. კლასიკოში ფავორიტი არ არის და მიუხედავად შედეგისი პრიმერაში წინ უამრავი შეხვედრაა ჩასატარებელი”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]