რაული: ”ფრე ”ბარსელონასთან” სამართლიანი შედეგია”
მადრიდის ”რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ყატარულ ”ალ სადში” ასპარეზობს განაცხადა, რომ კლასიკოს შედეგი სამართლიანია.
”ამ შეხვედრაში მოედანზე უპრეცედენტო ბრძოლა გაიმართა. ორივე გუნდს კარის აღების ბევრი შანსი ჰქონდა, ასევე გუნდები ძალიან დისციპლინირებულად მოქმედებდნენ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს ტიტო ვილანოვას და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება იყო. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი იყო, რომ გამარჯვება ”რეალს” მოეპოვებინა და ”ბარსელონასთან” ქულათა ჩამორჩენა შეემცირებინა, თუმცა შეხვედრის საბოლოო ანგარიში სამართლიანია” - განაცხადა რაულმა, რომელსაც გუშინდელი შეხვედრის რეპორტაჟი ყატარულ არხზე მიჩელ სალგადოსთან ერთად მიყავდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]