მოურინიო: ”შედეგი სამართლიანია”
მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც მან კვლავ ხაზი გაუსვა არბიტრის მოქმედებას.
”მე ვთვლი, რომ შედეგი შეიძლება სამართლიანად მივიჩნიოთ, ის ასახავს მოედანზე მიმდინარე მოვლენებს. როგორც მწვრთნელს თამაში ძალიან მომეწონა, ეს იყო კარგი ბრძოლა ბოლო წუთამდე. ჩემს გუნდს კვლავ აქვს გასაუმჯობესებელი თამაში. მესი თუ რონალდუ? საერთოდ უნდა აიკრძალოს ამ ორ მოთამაშეზე კამათი, ორივე მათგანი ფანტასტიკურია.
რაც შეეხება მატჩის მთავარ არბიტრს, დელგადო ფერეიროს, მან კარგად იმსაჯა. დელგადომ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა - თამაშის ყველაზე მნისვნელოვან მომენტში” - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]