ლუის ენრიკე: "შედეგი სამართლიანია"

ლუის ენრიკე: "შედეგი სამართლიანია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "მალაგასთან" გამართული თამაშის (0:0) შემდეგ, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შედეგი სამართლიანია.

"დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე არ გვყოფნიდა. უფრო მრავალფეროვნად უნდა გვეთამაშა. უმეტეს შემთხვევებში ძალიან სწორხაზოვნად ვმოქმედებდით.

მეტოქეს შრომა უნდა დავუფასოთ. "მალაგამ" ინტენსიური და კარგი თამაში აჩვენა. გარკვეულწილად, მათ ჩვენზე ჭკვიანურად ითამაშეს, ასე რომ, შედეგი სამართლიანია.

ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. თუმცა, მიხარია, რომ ასეთ თამაშშიც კი გოლი არ გავუშვით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.