პელეგრინი: "ატლეტიკოს" არ აქვს შანსი "რეალს" და "ბარსელონას" ებრძოლოს"

პელეგრინი: "ატლეტიკოს" არ აქვს შანსი "რეალს" და "ბარსელონას" ებრძოლოს"

"მალაგას" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ "ატლეტიკოს" შანსიც არ აქვს კონკურენცია გაუწიოს მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას". იტყობინება ესპანური პრესა. 

 

ამ ყველაფერზე ჩილელმა სპეციალისტმა სწორედ "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ განაცხადა (1:2). დიეგო სიმეონეს შეგირდები გაუთანაბრდნენ "ბარსელონას". პელეგრინის აზრით კი ეს ფაქტი არაფერს არ ნიშნავს. 

 

"ატლეტიკოს" მაქსიმუმი მხოლოდ მესამე ადგილი იქნება. ეს არის "ვალენსიისა" და "სევილიის" დონის გუნდი, მაგრამ ისინი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ მადრიდის "რეალს" და კატალონიის "ბარსელონას". ეს ორი გუნდი ძალიან ძლიერია, დანარჩენ გუნდებს კი ისინი თავს გაართმევენ." - განაცხადა პელეგრინიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.