პუიოლი ”მალიორკასთან” თამაშს გეგმავს
”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, კარლეს პუიოლი ინტენსიურად ვარჯიშობს იმისთვის, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს გუნდს.
კარლესი უკვე ორი კვირაა მოედანზე ასრულებს ვარჯიშებს, რათა ფიზიკური ფორმა შეინარჩუნოს და მოედანზე გასვლა სწრაფად შეძლოს. კაპიტანს მარცხენა ხელის ბოლომდე გაშლა ჯერ კიდევ უჭირს, თუმცა ის ამ ხელით უკვე აზიდვებს ასრულებს. ახლა მისი მიზანი ფორმის აღდგენაა, რათა ”მალიორკასთან” შეხვედრაში შეძლოს მონაწილეობის მიღება.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა 2 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მარცხენა იდაყვი ამოიგდო. თავდაპირველი მონაცემებით კაპიტანს 8 კვირიანი უქმობა მოუწევდა, თუმცა მისი განცხადებით ის 5 კვირაში დაბრუნდებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი კარლესი ”მალიორკასთან” თამაშს შეძლებს, მაშინ საკუთარ სიტყვას შეასრულებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]