ინიესტამ პეპეს უპასუხა
”ბარსელონას” ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი ზღვარს გადასცდა, როცა მან კლასიკოში კატალონიელი მოთამაშეები სიმულაციაში დაადანაშაულა.
”რა თქმა უნდა, მე ძალიან გამაკვირვა პეპეს სიტყვებმა” - ციტირებს ინიესტას სიტყვებს ”Onda Cero”. ”მე მესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება, თუმცა ეს უკვე მეტისმეტია. ყველაფერს აქვს საზღვარი”.
”როდესაც მეტოქე გუნდის მოთამაშე ასე საუბრობს შენზე და შენს თანაგუნდელებზე ძალიან მოქმედებს. მე სიმულიანტი არ ვარ. ასევე იგივეს თქმა შემიძლია ”ბარსელონას” სხვა მოთამაშეებზეც. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პეპეს რაღაც პირადული მიზეზი აქვს, რომ ასე იფიქროს”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]