ვიდიჩის აგენტი: "ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს "ბარსელონასთან" და "იუვენტუსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, ნემანია ვიდიჩის იტალიელმა აგენტმა, სილვიანო მარტინამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო ვიდიჩის "ბარსელონაში" ან "იუვენტუსში" გადასვლაზე.
"ვიდიჩი ახლა არ თამაშობს, რადგან იგი მწყობრში უნდა ჩადგეს ოპერაციის შემდეგ. ყველა მისი აზრი სწორედ ამაზეა გადატანილი და არა სატრანსფერო ბაზარზე.
"იუვენტუსმა" უკვე აირჩია ლიმიტი მოთამაშეების არაევროპული შემადგენლობიდან. ასე რომ ისინი არანაირ ინტერესს არ გამოხატავენ ვიდიჩის მიმართ.
ვიდიჩი უკვე თამაშობს ტოპ-კლუბში. ჩვენ არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ არც "ბარსელონასთან" და არც "იუვენტუსთან" - განაცხადა აგენტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]