6 პოზიციის მოთამაშე
ადრიანო იმისთვის შეიძინეს, რომ მარცხენა ფლანგის 3 პოზიცია (მარცხენა მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი), თუმცა 2010 წლის შემდეგ მას 3 სხვადასხვა პოზიციაზე (მარჯვენა მცველი და თავდამსხმელი, ცენტრალური მცველი) თამაში მოუწია. ცენტრალური მცველის პოზიციაზე მან კარიერაში პირველად გასულ კვირას გამართულ კლასიკოში ითამაშა, სადაც ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
შესანიშნავად ფლობს ორივე ფეხს და აქვს მაღალი სისწრაფე
"ბარსელონაში" გადასვლის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ადრიანოს უნივერსალიზმი იყო. ბრაზილიელს შეეძლო მარცხენა მცველად, ლატარელად და მარჯვენა ნახევარმცველად თამაში. ყველა გააკვირვა გვარდიოლას ერაში მისი მარჯვენა მცველად გამწესება.
თუმცა მისი ცენტრალურ მცველად გადაყვანა და მასკერანოსთან შეწყვილება ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო. ტიტომ მისი ამ პოზიციაზე გადაყვანა ფეხბურთელის მაღალი სისწრაფით ახსნა, რომელსაც ბენზემას, რონალდუს, დი მარიას და სხვა მადრიდისტების სწრაფი შეტევები უნდა ეკონტროლებინა. ყველაზე კარგი ისაა, რომ ის ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს.
გაბრი და ლუის ენრიკი: მსგავსი პრეცედენტები
ადრიანო უნივერსალური მოთამაშის ეტალონია, როგორებიც თავის დროზე გაბრი და ლუის ენრიკე იყვნენ. გაბრი ორივე ფლანგის ლატარელის და ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა, ლუის ენრიკე კი თითქმის ყველა პოზიციაზე ასპარეზობდა, მას მხოლოდ ცენტარლური მცველის და მეკარის პოზიცია არ ჰქონდა დაკავებული.
მე-5 გადასვლა დაცვის ცენტრში
ის, რაც ადრიანოს შეემთხვა ბოლო პერიოდში ”ბარსასთვის” უცხო არაა. გვარდიოლას ეპოქაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე 4 ისეთ მოთამაშეს მოუწია ასპარეზობა, რომლებსაც ამის გამოცდილება არ ჰქონდათ. ასეთი გზა გაიარეს იაია ტურემ, ხავიერ მასკერანომ, სერხიო ბუსკეტსმა, ერიკ აბიდალმა და თავად ადრიანომ. ყველა მათგანმა საბოლოო ჯამში დაკისრებული მოვალეობა წარმატებით შეასრულა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]