ინიესტა: ”თავს ესპანელად და კატალონიელად მივიჩნევ”

ინიესტა: ”თავს ესპანელად და კატალონიელად მივიჩნევ”

 

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ფრანგულ პრესასთან საუბრისას ლოიალურობა გამოიჩინა ესპანეთის და კატალონიის მიმართ.

 

შეგახსნებთ, რომ ბოლო დროს კატალონიელები გააქტიურდნენ, რათა დამოუკიდებლობა მიიღონ. კატალონიის ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

 

მე ლა-მანჩაში (ესპანეთის ისტორიული ადგილი კასტილიას ავტონომიაში) დავიბადე და კატალონიაში გავიზარდე. ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ახლა ბარსელონაში ვცხოვრობ. აქ უფრო მეტი დრო გავატარე, ვიდრე შინ. თავს ვგრძნობ როგორც ესპანელად, ასევე კატალონიელად. ჩემთვის განსხვავება არ არის” - განაცხადა ინიესტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.