ინიესტა: "თავს ვარსკვლავად არ მივიჩნევ"
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ საკუთარ თავზე ისაუბრა.
"თავს ვარსკვლავად არ მივიჩნევ. მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ცდილობს პროგრესირებას. ზუსტად ასევე ვაფასებ ჩემს სტატუსს. რაც ნამდვილად მახარებს არის ის, რომ ყოველწლიურად ვხედავ, რომ ვპროგრესირებ. ვიმედოვნებ, რომ ამ გრძნობის განცდას გავაგრძელებ. იდეალური ფეხბურთელები არ არსებობენ. რა თქმა უნდა, ზოგი ამასთან ახლოსაა, თუმცა იყო იდეალური შეუძლებელია. საფეხბურთო ევოლუცია უბრალოდ შეჩერდებოდა, თუკი ვინმე მიაღწევდა იდეალურობას" – განაცხადა ანდრეს ინიესტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]