ინგლისის პრემიერლიგის მწვრთნელების ფავორიტი მესია

ინგლისის პრემიერლიგის მწვრთნელების აზრით ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტურნირის საუკეთესო ვარსკვლავი იქნება. გამოკითხული 17 მწვრთნელის 85% თვლის, რომ მესი ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწევს პირველ აფრიკულ მსოფლიო ჩემპიონატზე.
რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, ინგლისური ფეხბურთის ელიტური მწვრთნელების 53% თვლის, რომ ბრაზილიის ნაკრები მეექვსედ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო ესპანეთის გაჩემპიონება მხოლოდ 24%-მა ივარაუდა.
მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 47% თვლის, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ფერნანდო ტორესი გახდება, 41%-ის აზრით ინგლისელი უეინ რუნი, ხოლო დარჩენილი 12% კარლოს ტევესის ბომბარდირობას ფიქრობს.



გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო პრემიერლიგის 20 მწვრთნელიდან 17-მა და ეს ღონისძიება ორგანიზებული იყო ისეთი სერიოზული ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა Barclays და პრემიერლიგის მწვრთნელთა ასოციაცია.
soccerway.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]