ჯონათან დოს სანტოსი "ბარსელონას" არ დატოვებს
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ჯონათან დოს სანტოსი მზად არის გააგრძელოს ბრძოლა ძირითადში მოხვედრისთვის.
მექსიკელი კვლავ განაგრძობს თავის არჩეულ გზას და იგი უარს აცხადებს ყველა შემოთავაზებებზე სხვადასხვა კლუბებისაგან. მისი მიზანი კი "ბარსელონაში" წარმატების მიღწევაა. დოს სანტოსს არ აღელვებს ის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა მას არ აძლევს სათამაშო დროს, ფეხბურთელი განაგრძობს მუშაობას.
გასულ კვირას დოს სანტოსმა უარი განუცხადა "მალიორკას", სადაც რამდენიმე დღის წინ მისი თანაგუნდელი ფონტასი გადავიდა არენდის სახით, ზაფხულში კი ფეხბურთელისადმი აქტიურ ინტერესს ესპანური "სევილია" იჩენდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]