ოფიციალურად: დოს სანტოსი "ვილიარეალში" გადადის

ოფიციალურად: დოს სანტოსი "ვილიარეალში" გადადის

"ბარსელონას" 24 წლის ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი კარიერას "ვილიარეალში" განაგრძობს. ეს ინფორმაცია კატალონიელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

"ბარსელონას" საიტის ცნობით, კლუბმა "ვილიარეალთან" შეთანხმებას მიაღწია. წინ სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმებაა. ტრანსფერის ფასი, ბონუსების ჩათვლით, 2 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, "ბარსელონა" ფეხბურთელის შემდეგომი გაყიდვიდან პროცენტს მიიღებს.

ჯონათან დოს სანტოსი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში ის გასულ სეზონში გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა. "ვილიარეალში" ის ძმასთან, ჯოვანი დოს სანტოსთან ერთად ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.