მოურინიო: ”შეუძლებელია მესიმ მე-4 ოქროს ბურთი მოიგოს, ხოლო რონალდუს 1 ჰქონდეს”
მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესასთან საუბრისას განაცხადა, თუ ვის ეკუთვნის მისი აზრით ”ოქროს ბურთი” 2011/12 სეზონის შედეგად.
”უბრალოდ შეუძლებელია, რომ მესიმ მე-4 მოიგოს ”ოქროს ბურთი”, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს ერთი ჰქონდეს. თუკი ისინი თანაბარნი კლასის არიან, მაშინ სამართლიანი იქნება ასეთი სხვაობა?” - მოურინიოს სიტყვებს ”France Football” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ”ოქროს ბურთი” - 2009, 2010 და 2011 წლებში. 2008 წელს კი ამ ტიტულის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]