3-4-3 თუ მეტოქეთა წინააღმდეგ ფსიქოლოგიური თამაში

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო არმანდო მარადონა აპირებს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში წვიდეს რისკზე და საკუთარი გუნდი მოედანზე გაიყვანოს მხოლოდ სამი მცველით. შეგახსენებთ, რომ არგენტინა პირველ მატჩს ნიგერიის წინააღმდეგ შაბათ საღამოს გამართავს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ დედაქალაქ იოჰანესბურგში.
დიეგო მარადონამ "ელის პარკზე" გასამართი მატჩის გეგმების შესახებ ნაკრების მესვეურებს და ფეხბურთელებს დღეს დედაქალაქ პრეტორიაში გააცნო, სადაც არგენტინელები არიან დაბანაკებულნი. მწვრთნელს აშკარად დაეტყო, რომ მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება მომავალ წყობასთან დაკავშირებით და ეს სათამაშო წყობა 3-4-3 იქნება, რაც ბევრს გააოცებს და დააბნევს. ეს ხომ უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს დაცვის ხაზს და უმცირესობაში ტოვებს მოწინააღმდეგეთა შეტევების დროს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავდასხმაში კარგი თამაშის შემთხვევაში დაცვას ნაკლები ძალა დაადგება და არგენტინის ნაკრები უდავოდ ულამაზეს ფეხბურთს აჩვენებს 7 შეტევაში ჩართული ფეხბურთელის მეშვეობით.
"ჯონას გუტიერესი საყრდენი ნახევარმცველი იქნება და ჩვენ უკვე ვიცით რომ 3-4-3 წყობით მოგვიწევს ასპარეზობა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი მე და ჩემ თანაგუნდელებს უდიდეს ნდობას გვიცხადებს და გუნდის ტაქტიკის მრავალ ვარიანტს ცდის." განაცხადა "მარსელის" მცველმა გაბრიელ ჰაინცემ.
დაახლოებით მსგავსი კომენტარი გააკეთა ფიორენტინას მცველმა მარიო ბოლატიმ, ხოლო ჰაინცემ დაამატა: "ჯონასი დაგვეხმარება მცველებს მოწინააღმდეგეთა მოგერიებაში, არგენტინას ყავს უმაღლესი დონის მცველები ვალტერ სამუელი, მარტინ დემიკელისი და ნიკოლას ბურდისო. ამას დავამატოთ ის ფაქტი, რომ არგენტინის ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ."

ძნელია ეს გუნდი ფავორიტად არ ჩათვალო, როდესაც თვალს გადაავლებ მათ თავდასხმის ხაზს, სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნებიან კარლოს ტევესი, გონსალო იგუაინი და ლიონელ მესი. ამათ თუ დავუმატებთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ დიეგო მილიტოს, უეფას ევროპის ლიგის ტრიუმფატორ სერხიო აგუეროს და არაორდინალურ მარტინ პალერმოს მართლაც და უსერიოზულესი დამრტყმელი ძალა ყავს ამ ეროვნულ ნაკრებს. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ლიონელ მესიმ და გონსალო იგუაინმა 61 გოლის გატანა მოახერხეს წლევანდელ სეზონში ლა ლიგაში, რაც ორი ფეხბურთელისთვის კი არა მთელი გუნდისათვისაც შესანიშნავი შედეგია.
მცველი სამუელის თქმით გუნდი მზადაა მოედანზე საბრძოლველად. "მე მჯერა, რომ ჩემი თანაგუნდელები თავდაუზოგავად იბრძოლებენ და ჩვენ დიდი შანსი გვაქვს ჩემპიონატი ტრიუმფით დავამთავროთ."
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის პირველი მეტოქე ნიგერიის ნაკრები რც თუ ისე კარგ ფორმაშია, მათთან ბრძოლა მაინც საკმაოდ რთული იქნება.
"მათ ყავთ შესანიშნავი შვედი მწვრთნელი ლარს ლაგერბეკი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი და სწრაფი შემადგენლობა, ასე, რომ მათთან იოლი გასეირნება ნამდვილად არ გველის." დაამატა გაბრიელ ჰაინცემ.
soccerway.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]