მარადონა:"ესპანეთის ნაკრები არ ითვლება ფავორიტად"
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო არმანდო მარადონა, ესპანეთის ნაკრებს სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ფავორიტად არ მიიჩნევს, იტყობინება Clarin. ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, ესპანეთის ნაკრებმა მასზე კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა: " მე ვნახე ესპანეთის ნაკრების მატჩები და მინდა განვაცხადო, რომ ისინი არ ითვლებიან მუნდიალის ერთ–ერთ მთავარ ფავორიტებად. ჩავი, ინიესტამ და კამპანიამ წააგეს შვეიცარიელებთან. რა თქმა უნდა თუ შვეიცარიელების კარი იქნებოდა სხვა ადგილას, ესპანელები 10–1–ს მოიგებდნენ. ესპანელები კარგად ვერ უტევენ. ისინი მთელი თამაშოს მანძილზე ფლობენ ბურთს, მაგრამ სახიფათოთ იშვიათად უტევენ," დაასრულა მარადონამ. ცნობისთვის მარადონა 1982–84 წლებში "ბლაუგრანას" ღირსება იცავდა, თუმცა დიდი წარმატებისთვის მას არ მიუღწევია "ბარსაში". მან "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
წყარო:barca.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]