მესი - სტატისტიკის მეფე

მესი - სტატისტიკის მეფე

 

 - გუშინ შესრულებული ჰეთ-ტრიკი ნიშნავს, რომ ლეომ საკუთარი გოლების რეკორდი გააუმჯობესა. მან 2012 კალენდარულ წელს 59 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, 2010 წელს კი მას 58 ჰქონდა გატანილი.

 

 - საერთო ჯამში წელს ლეოს 71 (12 არგენტინაში) გოლი აქვს გატანილი და იმ პელეს 4 ბურთით ჩამორჩება, რომელმაც 1959 წელს 75 გოლი გაიტანა.

 

 - მესი (11) ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, მას კრიშტიანუ რონალდუ (9) და რადამელ ფალკაო (8) მოჰყვებიან.

 

 - ეს ჰეთ-ტრიკი ნიშნავს, რომ მას 3 და მეტი გოლი ლა ლიგის 15 შეხვედრაში აქვს გატანილი, რითიც მან სესარის (14) რეკორდი მოხსნა. ამ სეზონში ეს ლეოს პირველი ჰეთ-ტრიკი.

 

 - სესკ ფაბრეგასმა 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

 - შაბათს ღამით ლა კორუნიაში გატანილი გოლების რეკორდი (9 გოლი) დამყარდა. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 1955/56 სეზონში (0-7) და 1956/57 წელს (1-6) დაფიქსირდა.

 

 - ბოლო 6 მატჩიდან, რომლებიც სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართა გუნდმა ყველაში იმარჯვა.

 

 - ტიტო ვილანოვამ ლა ლიგის სტარტის ესპანელი მწვრთნელის საუკეთესო მაჩვენებელი გაიმეორა: 7 გამარჯვება და 1 ფრე. ასეთივე შედეგი დააფიქსირა დიას ნოვოას ”სპორტინგმა” 1979 წელს.

 

 - მასკერანო ”ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ მეორედ გააძევეს მოედნიდან. პირველი გაძევება 2012 წლის 11 თებერვალს მოხდა. ეს ”ოსასუნასთან” (3:2) მატჩის შემდეგ დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში მასკერანო ერთიდაიგივე მსაჯმა გააძევა.

 

 - ”ბარსას” 4 გოლი 2009 წლის 1 მარტის შემდგე არ გაუშვია, როცა გუნდი 4-3 დამარცხდა ”ვისენტე კალდერონზე”.

 

 - 2002 წლის შემდეგ პირველად ”ბარსამ” პრიმერას საწყისს 8 ტურში 11 ბურთი გაუშვა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.