ფედორი: ”ვფიქრობ, რომ ”სელტიკს” გოლის გატანის შანსი მიეცემა”
”სელტიკის” ვენესუელელმა თავდამსხმელმა, ნიკოლას ფედორმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ”ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.
”ვფიქრობ, რომ ლეო მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. მე მის წინააღმდეგ მაშინ ვითამაშე, როცა ის დუბლებში თამაშობდა, ხოლო მე ”ალკოიანოში”. ის მაშინ შეცვლაზე შემოვიდა მოედანზე. მახსოვს, რომ მესი სწრაფი იყო, ძალიან სწრაფი. მის წინააღმდეგ ნაკრებშიც მითამაშია, ასევე ”ვალენსიას” და ”ხეტაფეს” რიგებში. ახლა მესის ”სელტიკის” მაისურით შევხვდები. როდესაც მას მოედანზე ხედავ ძალიან პატარად გეჩვენება. გიჩნდება ფიქრები, რომ მას ადვილად გაუმკლავდები, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა - ის ძალიან ძლიერია.
საერთოდ ჩვენ მისი შეჩერება შეგვიძლია, რადგან კარგი შუა ხაზი გვყავს, თუმცა ”ბარსელონა” ამავდროულად მხოლოდ მესი არაა. მცველების ტრავმა შეიძლება კატალონიელთა თამაშზე აისახოს. ისინი ისედაც ძლიერები არიან, თუმცა ვფიქრობ, რომ გოლის გატანის შანსი გვექნება” - ფეხბურთელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]