ლუის ენრიკე: "მესი ნებისმიერ პოზიციაზე საუკეთესო იქნებოდა"

ლუის ენრიკე: "მესი ნებისმიერ პოზიციაზე საუკეთესო იქნებოდა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა "სელტიკის" წინააღმდეგ გამართა, კომენტარი გააკეთა ლიონელ მესიზე.

"ბლაუგრანას" მწვრთნელს, თამაშის შემდეგ, კითხვა დაუსვეს, თუ როგორ შეიძლება მესი, 10 ნომრიან მაისურს ატარებდეს და სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობდეს, ენრიკეს პასუხი ამაზე კი ასეთი იყო: "მესი თამაშობს სრული თავისუფლებით და მას შეუძლია საკუთარი პოზიციის შეცვლა სურვილის მიხედვით. ლეო მსოფლიოში საუკუთესო, ნებისმიერ პოზიციაზე იქნებოდა."

"თუ ის ითამაშებს 9, 8 ან 6 ნომრად, მაშინ ის იქნება მსოფლიოში საუკეთესო 9, 8 ან 6 ნომერი. მას შეუძლია სრულყოფილი გადაცემის გაკეთება 40 მეტრის მოშორებითაც კი და ბურთი იქ გადაიტანოს, სადაც სურს. ჩემთვის, ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია." - განაცხადა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ, "სელტიკის" წინააღმდეგ 3 გოლით გამოიჩინა თავი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    NikaMSN
    სტუმარი [?]
    #1 14 სექტემბერი 2016 15:34
    0
    9,8,6 Nomerio Shvidi Motexa Ronaldos Pontshi Ra Jigaria :D :D :D