სესკი: "არაგონესმა მასწავლა, რომ საგოლე პასზე მნიშვნელოვანი გოლია"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ესპანურ პრესასთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ისწავლა მისი ყოფილი დამრიგებლისგან ეროვნულ ნაკრებში ლუის არაგონესისგან.
შეგახსენებთ, რომ არაგონესის მწვრთნელობის პერიოდში ესპანეთი 2008 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა.
"ერთხელ მე ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე, რომ გოლზე უფრო მეტად საგოლე გადაცემებს ვაფასებდი. არაგონესმა წაიკითხა ეს ინტერვიუ, ამის შემდეგ კი ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და მან მითხრა: "ჩემო ბიჭო, მინდა გითხრა, რომ შენ ცდები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ასე არ არის, ფეხბურთში ყველაზე მთავარი სწორედ გოლია. როცა კარიერას დაასრულებ, გაიხსენე ყველა შენი გატანილი გოლი, შემდეგ კი მათგან შენი საუკეთესო გოლი აირჩიე. საგოლე გადაცემა - ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ფეხბურთში, მაგრამ ყველაზე ფასეული მაინც გოლია" - აი ეს მითხრა არაგონესმა, ამის შემდეგ კი, დროთაგანმავლობაში მე სხვანაირად დავიწყე ფიქრი" - განაცხადა ფაბრეგასმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]