პიკე: "არ მესმის, პუიოლმაც რატომ არ მიიღო ასტურიის პრინცის ჯილდო"

პიკე: "არ მესმის, პუიოლმაც რატომ არ მიიღო ასტურიის პრინცის ჯილდო"

კატალონიის "ბარსელონას" მცველისთვის, ხერარდ პიკესთვის, უცნაურია ის ფაქტი, თუ რატომ არ მიიღო თავისმა თანაგუნდელმა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, კარლეს პუიოლმა ასტურიის პრინცის ჯილდო, იტყობინება ესპანური პრესა. 

 

ეს მაღალი ჯილდო მადრიდის "რეალის" კიპერს იკერ კასილიასსა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველს ჩავი ერნანდესს გადაეცა. 

 

"მე უნდა გამოვტყდე, რომ არ მესმის, თუ რატომ არ მიიღო ეს ჯილდო კარლეს პუიოლმაც, ჩავისთან და იკერთან ერთად." - განაცხადა პიკემ. 

 

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია ესპანეთის ქალაქ ოვიედოში გაიმართა. დაჯილდოების მსვლელობისას სპეციალურად ითქვა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი ნამდვილი მაგალითია ახალგაზრდებისთვის. აღნიშნული იქნა ასევე მათი ნამდვილი ადამიანური თვისებები და მათი საბრძოლო სულისკვეთება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.