კასილიასი: ”მეგობრობა ჩავისთან ყველაზე მაღლა დგას”
26 ოქტომბერს ქალაქ ოვიედოში ასტურიის პრინცის დაჯილოდოების ცერემონია ჩატარდა, სადაც ჯილდო იკერ კასილიასს და ჩავი ერნანდესს გადასცეს.
პრიზის გადაცემის დროს აღნიშნეს, რომ ორივე მათგანი ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძი მაგალითია, ასევე აღინიშნა მათი მაღალი ადამიანური თვისებები და სპორტული სული.
”დაპირისპირებები ”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის ჩვენ მეგობრობაზე არ აისახება. მეგობრობა ჩავისთან ყველაზე მაღლა დგას. მე და ჩავის განსხვავებული თვისებები გვაქვს, თუმცა ორივე ემოციურები ვართ. ამ სასიხარულო დროს ჩვენ ესპანეთის ნაკრების თანაგუნდელებს ვიხსენებთ. ასევე ვიხსენებთ გულშემატკივრებს, რომლებიც იმსახურებენ გუნდის წარმატებებს. ისინი ყოველთვის იზიარებდნენ ჩვენს წარმატებას” - განაცხადა იკერ კასილიასმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]