ჩავი: ”კასილიასი ჩემთვის ”ოქროს ბურთის” მოგების ერთ-ერთი კანდიდატია”
”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა აღფრთოვანება გამოხატა მადრიდის ”რეალის” კიპერის, იკერ კასილიასის მიმართ.
ამის შესახებ ჩავიმ ასტურიის პრინცის დაჯილდოვების ცერემონიაზე ისაუბრა. იკერთან მას ბავშვობიდან აქვს მეგობრობა.
”საფეხბუთო კუთხით იკერზე სასაუბრო არაფერია. იკერი გუნდში თანაგუნდელების შეკვრას ახერხებს და ”ოქროს ბურთის” მოგების ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. რა თქმა უნდა, იყო ისეთი კლასიკოები, სადაც ”რეალის” და ”ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის ზედმეტი დაძაბულობა იყო, თუმცა მეგობრობა ყველაზე მაღლა დგას. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ ეს ჯილდო აღიარებაა ჩვენი მეგობრობის, რომელიც უკვე 15 წელია გვაერთიანებს” - განაცხადა ჩავიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]