”სანტოსი” ნეიმარის ”ბარსელონაში” გაყიდვას უარყოფს
”სანტოსის” და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი ”ბარსელონაში” არ გადავა, როგორც ამას ბოლო დღეებში პრესა ავრცელებს.
”კლუბი უარყოფს ნეიმარის ”ბარსელონაში” ან რომელიმე სხვა კლუბში გაყიდვას. ამჟამად არცერთ კლუბთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ნეიმარს კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, ჩვენ კი მის ამოწურვამდე ფეხბურთელს ხელშკრულების გახანგრძლივებას შევთავაზებთ” - ამ ცნობას ”სანტოსის” ოფიციალური საიტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ”ბარსელონამ” შეთახსმებას მიაღწია ”სანტოსთან”, ნეიმარის სხვა კლუბში გაყიდვის შემთხვევაში კი კატალონიურ კლუბი ჯარიმის სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]