ნეიმარი: ”სატრანსფერო საკითხებზე ჩემს აგენტს მიმართეთ”

ნეიმარი: ”სატრანსფერო საკითხებზე ჩემს აგენტს მიმართეთ”

 

”სანტოსის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება იმაზე, აქვს თუ არა მას ”ბარსელონასთან” კონტრაქტი გაფორმებული.

 

მე ”სანტოსთან” კონტრაქტი 2014 წლამდე მაქვს გაფორმებული და ამ კლუბის ფეხბურთელად ვრჩები. სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით თქვენ ჩემს აგენტს უნდა მიმართოთ” - ნეიმარის სიტყვებს ”Football Espana” ციტირებს.

 

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწია ”ბარსელონასთან”, რომლის მიხედვითაც მისი სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში ”ბარსა” ჯარიმის სახით 40 მილიონ ევროს მიიღებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.