ყოფილი "ბარსელონელები" "რაიოში"
როგორც იცით, დრეს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე, "ბარსელონა" "რაიო ვალიეკანოს" ესტუმრება და ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეხუთედ მოგებას შეეცდება. შესაძლოა, კატალონიელების წინააღმდეგ ოთხმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშოს, რომლებიც, ახალგაზრდობაში, "ბარსელონაში" გამოდიოდნენ. ესენი არიან რუბენ მარტინესი, ხოსე მანუელ კაზადო, სერხიო როდრიგესი და რობერტო ტრაშორასი.
რუბენ მარტინესი
რუბენი "ბარსელონაში" 2002-2007 წლებში ირიცხებოდა. ამ დროის განმავლობაში, ლა ლიგაში, მან 2 მატჩი ჩაატარა. ეს მოხდა 2004-05 წლების სეზონში, როდესაც ვიქტორ ვალდესი დისკვალიფიცირებული იყო. 2006 წელს, პარიზში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რუბენი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მიმდინარე სეზონში, მან "რაიოს" კარი რვიდან შვიდ შეხვედრაში დაიცვა.
ხოსე მანუელ კაზადო
კაზადო "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდებში, ასევე "ბარსა ც"-ში თამაშობდა. იგი "ბარსა ბ"-ს და მითუმეტეს პირველი გუნდის ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. დღესდღეობით, იგი "რაიოს" მთავარი მარცხენა მცველია. მან რვიდან 7 თამაში ჩაატარა.
სერხიო როდრიგესი, "როდრი"
როდრი "ბარსელონაში" 2003-06 წლებში თამაშობდა. მას პირველ გუნდში დებიუტი 2004 წლის 1 დეკემბერს ჰქონდა. მომდევნო სეზონში, როდრიმ კატალონიელთა მაისურით 4 თამაში ჩაატარა. ამჟამად, იგი "რაიოს" სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება. მიმდინარე სეზონში, როდრიგმ მოედანზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო.
რობერტო ტრაშორასი
გალისიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. კატალონიურ კლუბში იგი 1993-2003 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც, "რეალ კასტილიას" მიაშურა. "ბარსას" პირველ გუნდში ტრაშორასს 2-ჯერ უთამაშია. დღესდღეობით, იგი "რაიოს" ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველია. ლა ლიგაში ჩატარებული 8 თამაშიდან, მან მონაწილეობა შვიდში მიიღო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=MCeEG1MVhmM]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]