"ბარსა" "რაიოს" ზედიზედ მე-3 მოგებისთვის ეწვია
დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში, "ბარსელონა" "რაიო ვალიეკანოს" ეწვევა და ამ გუნდის სტადიონზე ზედიზედ მესამედ მოგებას შეეცდება. "ბარსელონასა" და "რაიოს" შორის გამართული წინა ორი შეხვედა, რომელსაც მადრიდმა უმასპინძლა, კატალონიელებმა 5:0 და 7:0 მოიგეს.
"ბარსა" დღევანდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ხვდება. ტატა მარტინომ, რომელიც მადრიდში დღეს არგენტინიდან ჩაფრინდება, თითქმის ისეთივე განაცხადი შეადგინა, როგორც "აიაქსთან" მატჩში. გამონაკლისია სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. გუნდს კვლავ ვერ ეხმარება კარლეს პუიოლი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ორ სეზონში, სტუმრად ჩატარებულ მატჩებში, "ბარსამ" "რაიოს" 12 უპასუხო ბურთი გაუტანა. თავი 4-ჯერ გამოიჩინა მესიმ, მადრიდელებს 2-ჯერ გაუტანა პედრომ, ხოლო თითოჯერ ჩავიმ და ფაბრეგასმა. ეს ფეხბურთელები, დღეს, კვლავ "ბარსელონაში" თამაშობენ. გარდა ამისა, "რაიოს" კარი თითჯერ აიღეს ვილიამ, ტიაგომ და კეიტამ, რომლებიც, ამჟამად, სხვა გუნდებში თამაშობენ. კიდევ ერთი ბურთი მადრიდელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
"რაიომ" მიმდინარე სეზონი ცუდად დაიყო. მადრიდელებმა, ჩატარებულ ოთხ თამაშში, მხოლოდ 3 ქულა მოაგროვეს და 12 გოლი გაუშვეს, რაც მათ ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]