სუბისარეტა:"ნეიმარი ამჟამად "სანტოსის" ფეხბურთელია"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა, ინფორმაციის თანახმად "ბარსელონას" წინასწარ 10 მილიონი ჰქონდა "სანტოსისთვის" გადახდილი. სუბისარეტამ კი ინფორმაცია უარყო - იტყობინება ესპანური პრესა.
"ნეიმარი - "სანტოსის" ფეხბურთელია. მე არ შემიძლია მომავლის წინასწარმეტყველება და იმის თქმა, რომ ნეიმარი ოდესღაც "ბარსელონას" მაისურით ითამაშებს. ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს "სანტოსთან", რაც შეეხება იმ გავრცელებულ ფინანსურ ინფორმაციას მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ბრაზილიელი ნეიმარი ამჟამად "სანტოსის" ფეხბურთელია." - ციტირებს სუბისარეტას სიტყვებს გამოცემა AS.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]