რამალიუ: "ნეიმარისთვის უკეთესია "ბარსაში" გადავიდეს"
ბრაზილიური "სანტოსის" მთავარმა მწვრთნელმა, მურის რამალიუმ, განაცხადა, რომ ნეიმარი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მისთვის უკეთესი იქნება კატალონიაში გადაბარგება. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "ას".
"სანტოსის" მწვრთნელმა ასევე თქვა, რომ ნეიმარის მომავალს კატალონიურ გრანდში ხედავს: "ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ნეიმარი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე "სანტოსის" რიგებში დარჩება, მაგრამ მის მომავალს "ბარსელონაში" ვხედავ. ჩემი აზრით, ბრაზილიელი "ბლაუგრანას" უფრო მოუხდება, ვიდრე მადრიდის "რეალს". "ბარსელონა" ბევრად ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე "რეალი". მადრიდელები დიდ ყურადღებას უთმობენ ტაქტიკას. ამ დროისთვის ნეიმარი ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელია და აპირებს, რომ საკლუბო ჩემპიონატზე "სანტოსის" ღირსება დაიცვას". განაცხადა მურის რამალიუმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]