ჰემესი: ”არ ვიცი რატომ გამაძევეს, ეს მსაჯების მხრიდან დიქტატურაა”

ჰემესი: ”არ ვიცი რატომ გამაძევეს, ეს მსაჯების მხრიდან დიქტატურაა”

"რაიო ვალიეკანო"-ს მთავარი მწვრთნელი, პაკო ჰემესი საშინაო შეხვედრის შემდეგ "ბარსელონასთან", გაოგნებული დარჩა მსაჯთა ბრიგადის ქმედების შემდეგ. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

შეგახსენებთ, რომ მატჩის მსვლელობისას, როდესაც "რაიო" 0:5 მარცხდებოდა ჰემესი გაძევებულ იქნა პერეს ლასას მიერ მოედნიდან, ერთ-ერთი არბიტრის მიმართ გარკვეული შესძახილების გამო. 

 

"მე არ მესმის, თუ რატომ გამაძევეს! უბრალოდ მოხდა კომუნიკაციის გაუმართაობის შემთხვევა. მეოთხე არბიტრი კი მე მეუბნება, რომ გაძევებული ვარ. შემდეგ ჩემთან ლასა მოვიდა და გამაძევა, მატჩის შემდეგ კი დაწერა, რომ მე ორი მიზეზის გამო გამაძევა მოედნიდან. ამ შემთხვევას წერტილი უნდა დაესვას, მწვრთნელს მოედნიდან უმიზეზოდ აძევებენ! ეს უბრალოდ დიქტატურაა არბიტრები მხრიდან." - განაცხადა ჰემესმა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.