”რაიო” - ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

”რაიო” - ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

 

 - 9 ტურში 8 გამარჯვება და 1 ფრე კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტის გამეორებაა. ”სელტას” დამარცხების შემთხვევაში გუნდი ახალ რეკორდს დაამყარებს.

 

 - ”რიასორზე” 4:5 გამარჯვების შემდეგ გუნდმა კვლავ 5 გოლი გაიტანა სტუმრად, თუმცა საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

 

 - ისტორიაში პირველად გუნდმა ზედიზედ 2-ჯერ შეძლო ”რაიო ვალეიკანოს” სტადიონზე გამარჯვება.

 

 - ბურთის ფლობის შეფარდება 44%-56% იყო. ზუსტი პასები კი 293-448.

 

 - ჩავიმ ”ბარსას” რიგებში ოფიციალურ შეხვედრებში 75-ე გოლი გაიტანა.

 

 - მესიმ 2012 კალენდარულ წელში უკვე 73 გოლის გატანა მოახერხა, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კი მის ანგარიშზე 13 გოლია.

 

 - ვილიამ ”ვალეკასზე” კარიერაში პირველი შეხვედრა ჩაატარა და ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-4 გოლი გაიტანა.

 

 - სონგმა, ადრიანომ და ალბამ ”ბარსას” მხრიდან ყველაზე მეტჯერ შეძლეს ბურთის დაბრუნება (9). საუკეთესო კი ”რაიოს” მოთამაშე, ხავი ფუეგო (13) იყო.

 

 - 2011 წლის 13 სექტემბრის შემდეგ, სადაც ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ”მილანს” ეთამაშებოდა სერხიო ბუსკეტსს ცენტრალური მცველის პოზიციაზე არ უთამაშია.

 

 - ჯონათან დოს სანტოსს მიმდინარე სეზონში დებიუტი ჰქონდა, მან 9 წუთი გაატარა მოედანზე.

 

 - ”ბარსას” ლა ლიგაში 29 გოლი აქვს გატანილი, საშუალოდ შეხვედრაში 3.2 გოლი.

 

 - გუნდმა პრიმერას 5 გასვლით შეხვედრაში იმარჯვა ზედიზედ (”ოსასუნა”, ”ხეტაფე”, ”სევილია”, ”დეპორტივო”, ”რაიო”).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.