"ვალიადოლიდი" – "ბარსელონა". საინტერესო ფაქტები

"ვალიადოლიდი" – "ბარსელონა". საინტერესო ფაქტები

 

 – "ბარსელონას" შესანიშნავი სტარტი გრძელდება. გუნდმა შესაძლო 51 ქულიდან პრიმერაში 49 აიღო. 16 გამარჯვება და 1 ფრე, შეხვედრაში გუნდი საშუალოდ 3.35 გოლს იტანს.

 

 – მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი "ბარსელონა" ზამთრის ჩემპიონია. 18 შემთხვევიდან, როცა გუნდი ზამთრის ჩემპიონი ხდებოდა სეზონი პრიმერას გამარჯვებით 11–ჯერ დასრულდა.

 

 – "ბარსელონამ" 2012 წელი რეკორდების წელად აქცია. მათ ლა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარეს, სადაც ამ წელს 49 შეხვედრაში იმარჯვეს და გაიტანეს 175 გოლი.

 

 – მესიმ კალენდარულ წელს გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა. მან გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, რომელმაც 1972 წელს 85 გოლი გაიტანა. არგენტინელმა მიმდინარე წელს 91–ჯერ შეძლო მეტოქე გუნდების კარის დალაშქვრა – 79 "ბარსას" რიგებში და 12 არგენტინის ნაკრებში.

 

 – გუშინდელ შეხვედრაში პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა ისე, რომ ლეო მესიმ შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელს 12 დუბლი და 1 ჰეთ–ტრიკი ჰქონდა შესრულებული. 17 შეხვედრაში მესის 26 გოლი დაუგროვდა.

 

 – არგენტინელმა ვარსკვლავმა პრიმერას 7 შეხვედრაში გაიტანა გოლი ზედიზედ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ 1 შეხვედრაში ჭირდება გოლის გატანა, რომ საკუთარი რეკორდი გაიმეოროს.

 

 – ჩავი ერნანდესი 5 გატანილი გოლით გუნდის მე–5 საუკეთესო მეგოლეა მესის, ვილიას, ადრიანოს და სესკის შემდეგ. ჩავიმ გუშინდელ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

 

 – ჟორდი როურას ხელმძღვანელობით გუნდის ბურთის ფლობამ 66% შეადგინა. კარისკენ ფეხბურთელებმა 11–ჯერ, ხოლო კარში 5–ჯერ დაარტყეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.