”რაიო” - ”ბარსელონა”. შეფასებები

”რაიო” - ”ბარსელონა”. შეფასებები

 

”ბარსელონა” აგრძელებს გამარჯვებების სერიას გასვლით შეხვედრებში. კატალონიელებმა 5 გასვლითი მატჩიდან ყველაში იმარჯვეს, გუშინ კი ”რაიო ვალეიკანო” 0:5 გაანადგურეს. ახლა კი ფეხბურთელთა შეფასებებს გთავაზობთ...

 

ვიქტორ ვალდესი - 7.5

 

დიდი საქმე არ ჰქონდა, თუმცა როცა საჭირო იყო ყოველთვის დამაჯერებელი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც რამდენიმე კარგი დარტყმულის მოგერიება შეძლო.

 

მარტინ მონტოია - 7.5

 

ალბას მსგავსად ის შეტევაში ძალიან აქტიური არ იყო, თუმცა შეტევაში ჩართვის დროს ძალიან საშიში იყო. ლეო მესის კარგი გამჭოლი გადაცემით გაატანინა გოლი, დაცვაში კი ძალიან მშვიდად მოქმედებდა.

 

სერხიო ბუსკეტსი - 8

 

ადრიანოსთან ერთად დაცვის ცენტრში მოქმედებდა. ”რაიოს” იშვიათი შეტევების დროს მცირე პრობლემა ჰქონდა, თუმცა ძირითადად შეხვედრა მან ჩვეულად ძალიან სტაბილურად და დინამიურად ჩაატარა.

 

ადრიანო კორეია - 7

 

ბუსკეტსივით მშვიდი არ იყო დაცვის ცენტრში, თუმცა ის სისწრაფის ხარჯზე ხშირად ახერხებდა თანაგუნდელების დაზღვევას. შესამჩნევია, რომ მან ამ პოზიციაზე ტაქტიკურ თამაშს მოუმატა, გუშინ კი საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩააატარა.

 

ჟორდი ალბა - 7.5

 

მუდმივად საფრთხეს უქმნიდა მეტოქის მარცხენა ფლანგს და ჩავი ერნანდესს შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა. რამდენჯერმე ”რაიოს” ფლანგელებმა მოახერხეს მისი დაჩაგვრა, თუმცა ამისგან გუნდის კართან საფრთხე არ შექმნილა.

 

ალექს სონგი - 7

 

ისეთივე არ იყო ამ პოზიციაზე, როგორიც ბუსკეტსია, თუმცა ნორმალურზე უკეთესი მატჩი ჩაატარა ჩამშლელის პოზიციაზე, ასევე აღსანიშნია მისი ხარისხიანი გადაცემები.

 

ჩავი ერნანდესი - 7

 

მატჩის დასასრულს პრიმერაში მისი 50-ე გოლი გაიტანა. ძალიან კარგად მოქმედებდა ნახევარდაცვაში და გუნდს ბურთის კონტროლში ეხმარებოდა. არ ცდილობდა წინ გადაცემებით მატჩის გამწვავებას, ის ფრთხილად თამაშობდა.

 

სესკ ფაბრეგასი - 9

 

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, გაიტანა გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი გადაცემები იყო სწრაფი და ზუსტი, თანაც მეტოქის საჯარიმოსთან ძალიან ახლოს. მისი დინამიურობა ”ბარსელონას” შეტევებს წარმართავდა.

 

ლეო მესი - 9

 

კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და მუდმივად ეხმარებოდა გუნდს მოედნის ცენტრში. საფეხბურთო კარიერაში მე-300 და 301-ე გოლები გაიტანა.

 

პედრო როდრიგესი - 8.5

 

ყოველმხრივ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ძალიან სწრაფი იყო ფლანგზე, ბევრჯერ დაჯარიმდნენ მასზე, სესკს საგოლედ უპასა, ასევე ბრწყინვალედ იმოქმედა მესის გოლის დროს, როცა მონტოიას რთულ დროს გაუკეთა გადაცემა. ბევრი იმუშავა ბურთთან. ბრწყინვალე მატჩის დასასრულს გოლი დააკლდა.

 

დავიდ ვილია - 7.5

 

გაიტანა შეხვედრის გოლი და აჩვენა მონდომება ”ბარსელონას” ყველა თავდამსხმელთან ერთად მანამ, სანამ მეორე ტაიმში შეცვლიდნენ. მას ჯერ კიდევ საკუთარ დონემდე ბევრი უკლია, თუცმა მატჩიდან მატჩამდე პროგრესი თვალნათელია.

 

ალექსის სანჩესი - 6.5

 

მეორე ტაიმის შუაში დავიდ ვილიას ნაცვლად შევიდა მოედანზე, შეხვედრაზე მან მცირე ზეგავლენა მოახდინა. მატჩის დასასრულს გოლის გატანის ოქროს შანსი ჰქონდა, თუმცა მომენტი ვერ გამოიყენა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.