”დეპორტივო” - ”ბარსელონა”. შეფასებები

”დეპორტივო” - ”ბარსელონა”. შეფასებები

barcamania.com” გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს და მათი თამაშის ანალიზს.

ვალდესი - 5.5
თამაშში ერთხელ ჩაერთო და ჩაერთო ფანტასტიკურად. გუნდი გოლისგან იხსნა. ისიც დასაფასებელია, რომ მატჩის დროს არ ჩაეძინა.

ადრიანო - 6.0
ძალიან დიდი სამუშაო გასწია. წინ აქტიურად, მაგრამ გაუბედავად მოქმედებდა. მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებული გამოიყურებოდა. დაცვაში სხვებსაც კარგად აზღვევდა.

პუიოლი - 6.0
თავიდან ისე ჩანდა, რომ თითქოს კაპიტანი ღელავდა, თუმცა მეორე ტაიმში თავისი კლასი დაგვანახა. ის მოწინააღმდეგის გადაცემებს ერთიმეორეს მიყოლებით ჭრიდა.

პიკე - 6.0
პიკემ მატჩი კარგ დონეზე ჩაატრა. აკეთებდა გრძელ გადაცემებს. დამატებით დროში მან ერთი შეცდომა დაუშვა, რომელმაც ”დეპორის” ფეხბურთელებს საგოლე მომენტი შეუქმნა.

აბიდალი - 6.0
მისი გოლი არ ჩაითვალა, მაგრამ ყველამ კარგად დაინახა, რომ ფრანგი მარცხენა ფლანგზე ძალიან აქტიურად მოქმედებდა. დაცვითი ფუნქციების მხრივ მისი შეფასება, როგორც დანარჩენი მცველების ”დეპორტივოს” ფეხბურთელების გამო ვერ ხერხდება.

მასკერანო - 7.0
ჩაატარა ძალიან კარგი მატჩი. აკეთებდა უხეშ, მაგრამ ჭკვიანურ ”ფოლებს”. ასევე ცდილობდა კარგი გადაცემებით შეტევები წამოეწყო.

ინიესტა - 7.0
”ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონიის წინ ანდრესმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ჩავის ფუნქციები კარგად შეასრულა, დირიჟორობდა გუნდის შეტევებს. ამასთან ერთად მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი გაიტანა.

კეიტა - 5.5
მალელი როგორც ყოველთვის ბევრს მუშაობდა. თუმცა ბრძოლა და თანაგუნდელების დაზღვევა არ უწევდა, ასევე შეტევაში წასვლა.

პედრო - 6.0
ცდილობდა, იცვლიდა ფლანგებს, მაგრამ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დიდი სარგებელი არ მოუტანია. საბოლოოდ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

მესი - 7.0
ძირითადად მოედნის ცენტრიდან უტევდა, ხშირად აქტიურდებოდა. მის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვილია - 6.0
აგრძელებს ჩვენებას, რომ ადაპტაციას გუნდთან კარგად გადის. ადრე ასეთი რამდენი მომენტი გაუფუჭდა თამაშგარის გამო. შეეძლო კიდევ გაეტანა უფრო თავისუფლად რომ ეთამაშა.

ბოიანი - 5.5
მან მხოლოდ მესის ასისტირება მოასწრო, როცა არგენტინელს მეორე გოლი უნდა გაეტანა. მოედანზე გატარებული 20 წუთისთვის ნორმალური შედეგია.

აფელაი - შეფასების გარეშე

ტიაგო - შეფასების გარეშე

გვარდიოლა 7.0
შემადგენლობაში როტაცია მოახდინა, რაც ასეთი კალენდარის ფონზე საჭიროა. ასევე აღსანიშნია მატჩის შედეგი. ერთიც და მეორეც პეპმა წარმატებით შეასრულა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.