მესიმ მეორედ მოიგო ”ოქროს ბუცი”
ლეო მესის უკვე 2 ”ოქროს ბუცი” აქვს. მეორე მას დღეს გადაეცა მას შემდეგ, რაც 2011/12 წლის სეზონში 50 გოლის გატანა მოახერხა ესპანეთის ჩემპიონატში. არგენტინელმა იცის, რომ მარტო იმ ამ ჯილდოს ვერ მოიგებდა: ”ეს ჯგუფური ჯილდოა. მე ყოველთვის ამას ვამბობ, როცა ინდივიდუალურ ჯილდოს ვიგებ. ეს ფაქტია და მეტი არაფერი. ეს არის პრიზი გატანილი გოლებისთვის, თუმცა მარტო ამ ჯილდოს ვერ მოვიგებდი”.
როდესაც ლეოს ამ გოლთაგან ყველაზე მნიშვნელოვანზე შეეკითხნენ მან განაცხადა: ”ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები სუპერთასზე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და ესპანეთის სამეფო თასზე გავიტანე, რადგან ისინი ტურნირის მოგებაში დაგვეხმარა”.
ლუის სუარესი: ”ის ისტორიას ცვლის”
არგენტინელმა ჯილდო ლუის სუარესისგან მიიღო, რომელმაც 1961 წელს ”ბარსას” რიგებში ”ოქროს ბურთი” მოიგო: ”ლეოს აქვს ყველაფერი, რაც ფეხბურთელს სჭირდება. სიჩქარე, ჩვევები და გოლები. მან ისტორია შეცვალა”.
დაჯილდოების ცერემონიაზე ლეო მესისთან ერთად ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ცერემონიალზე ”ბარსას” პრეზიდენტი, სანდრო როსელიც იმყოფებოდა, კლუბის დირექტორები, ასევე სამწრთნელო შტაბის წევრები. ლეოს დაჯილდოვებას თვალს ადევნებდნენ კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ხავი ნავარო, სედანო და ჟუანინი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=ndk8UkuwBNg]
სურათები:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]