ლეო მესის ინტერვიუ

ლეო მესის ინტერვიუ

 

 - ბევრი საუბარი არის თქვენს დიეტაზე. გვითხარით რას ჭამთ?

 

 - ნამდვილად, საუბრობენ ბევრს, მაგრამ სენსაციურს არაფერს ვაკეთებ. დიახ, რაღაცეებში თავის შეზღუდვა მიწევს. თევზის ჭამა კი ბლომად მიწევს.

 

 - კომპილმენტები მესის მისამართით ხშირად ისმის, თითქმის მთელი დღე. როგორ უმკლავდებით წარმატების გამოცდას?

 

 - ძალაინ ადვილად: საკუთარ თავს თავად ვაკრიტიკებ. დარწმუნებული ვარ, რომ მესის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მესია. დამიჯერეთ, ყველაე უკეთ ვიცი როდის ვთამაშობ კარგად და როდის ცუდად.

 

 - როცა ბურთს ღებულობთ, წინასწარ ფიქრობთ რას  გააკეთებთ თუ ეს ბუნებრივად ხდება?

 

 - თავდაპირველად საუკეთესო ვარიანტს ვირჩევ, რათა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მივიტანო, შემდეგ კი ყველაფერი თავისით ხდება.

 

 - ბევრ დროს ატარებთ დარბაზში?

 

- ყოველთვის ვმუშაობ ჩემს სუსტ მხარეებზე, რათა ტრავმები ავირიდო და ფიზიკურად მზად ვიყო. ამავდროულად მთელ თავისუფალ დროს დარბაზში არ ვატარებ. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს მე ეს დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს.

 

 - ბოლო დროს ნახევარდაცვაში ძალიან ხშირად იწევთ, ეს ასეა?

 

 - ყველაფერი კონკრეტულ შეხვედრაზეა დამოკიდებული. ხანდახან უფრო სიღრმეში ვიწევ, რათა ხშირად მივიღო ბურთი, ნახევარმცველებთან ერთად მონაწილეობა მივიღო შეტევის ორგანიზებაში, ხანდახან კი ეს საჭირო არ არის.

 

 - თქვენ და კრიშტიანუ რონალდუს ხშირად გადარებენ...

 

 - ჟურნალისტები ყველა შესაძლო მომენტში გვადარებენ. მათ სურთ, რომ ყველაფერში გავეჯიბროთ ერთმანეთს. ამისგან ცოტათი დავიღალე. მე არ მაინტერესებს რას აკეთებს და რას გრძნობს რონალდუ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.