მესი:"სიგიჟეა, როდესაც ჯორდანს ან მუჰამედ ალის მადარებენ"
კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ, El Periódico de Catalunya-ს მისცა ინტერვიუ და რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ ლეო ძალიან თავმდაბალია და არ უყვარს ტრაბახი: "მე არ მეგონა თუ მოვიგებდი "ოქროს ბურთს". როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს ძალიან გამიკვირდა, არ ველოდი."
"ეს სიგიჟეა, როდესაც ისეთ ათლეტებს მადარებენ, როგორებიც იყვნენ მაიკლ ჯორდანი და მუჰამედ ალი, თუნდაც იუსეინ ბოლტი. არ მიყვარს შედარებები. ვინ ვარ მე, რომ თავი სხვას შევადარო. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და როდესაც კარიერას დავასრულებ, შედეგს შემდეგ შევხედავ."
შვილმა შეცვალა მისი ცხოვრება: " როდესაც ჩემს განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ, ვხედავ რომ ყველაფერი განსხვავებულია. ტიაგომ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. უფრო მეტად, ვიდრე "ოქროს ბურთებმა"."
"ყველაზე მეტს ჩემს თავს მე ვაკრიტიკებ. ვხედავ, როდის ვაკეთებ კარგს და როდის ცუდს," განაცხადა არგენტინელმა.
მესიმ ასევე ისაბრა პეპ გუარდიოლასა და ტიტო ვილანოვაზე: " მათ ერთნაირი სტილი აქვთ. ვარჯიშებზე ზუსტად იგივე ხდება ახლა, რაც ბოლოს წლების განმავლობაში. ჩვენი წარმატების საიდუმლო ისაა, რომ სიამოვნებას ვიღებთ ფეხბურთის თამაშით, ვართ კარგი ადამიანები და შესანიშნავი გუნდი," დაასრულა ლიონელ მესიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]