ფალკაომ გამოკითხვაში მესის და რონალდუს აჯობა
ესპანურმა გამოცემამ ”AS” საკუთარ მკითხველებში ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი მიმდინარე წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო.
გამოკითხვის შეჯამების შემდეგ დადგინდა, რომ ყველას მადრიდის ”ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ აჯობა. კოლუმბიელი მოთამაშის სასარგებლოდ ხმა 11.970 ადამიანმა მისცა. ”ბარსელონას” ფეხბურთელმა, ლეო მესიმ მეორე პოზიცია 10.394 ხმით დაიკავა. მესამე ადგილზე კი 4.311 ხმით ”რეალის” მოთამაშე, კრიშტიანუ რონალდუ გავიდა.
ასევე აღსანიშნია ისიც, რომ ესპანელ მოთამაშეთაგან ყველაზე მეტი ხმა ”რეალის” და ესპანეთის ნაკრების მეკარემ, იკერ კასილიასმა მიიღო. მას ხმა 2.249 გულშემატკივარმა მისცა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]