ისკომ ნეიმარს აჯობა

ისკომ ნეიმარს აჯობა

მადრიდულმა გაზეთმა Marca-მ თავის მკითხველებში გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაეგო მათი აზრი, თუ რომელი ფეხბურთელის ყიდვით გამოიცნეს კლუბებმა ყველაზე მეტად 2013/14 წლების პრესეზონზე.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე აღმოჩნდა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ისკო. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს ხმა მისცა გამოკითხულთა 47%-მა. მეორე პოზიციას იკავებს კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი, რომელმაც ხმების 27% მიიღო. მესამე ადგილზე კი აღმოჩნდა მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი დავიდ ვილია.

შეგახსენებთ, რომ ისკო "რეალში" "მალაგადან" გადავიდა, ხოლო ნეიმარი "ბარსელონამ" ბრაზილიური "სანტოსისგან" იყიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.