მზადება ”სელტასთვის” დაიწყო
”მენდინაზორაზე” 0:3 გამარჯვების შემდეგ გუნდმა დღეს დილით ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში განაახლა. ბარსელონაში ძლიერი წვიმა იყო, ასევე კატალონიის დედაქალაქში ძლიერი ქარია. ”ბარსელონას” ფეხბურთელებმა კი ”სელტასთან” გასამართი შეხვედრისთვის დაიწყეს მზადება
ის ფეხბურთელები, რომლებიც ”ალავესთან” შეხვედრაში ძირითადში იყვნენ აღდგენით ვარჯიშებს ატარებდნენ და მსუბუქად იტვირთებოდნენ. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს მოთამაშეები იმყოფებოდნენ (ტელიო, სერხი რობერტო, ილიე, კვინტილა, გრიმალდო, ბალიუ და მიგელ ანხელი).
გუნდი სამწვრთნელო შტაბის გადაწყევტილებით ხვალ დაისვენებს. ”ბარსელონა” ვარჯიშს პარასკევს განაახლებს. სესიის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა პრეს-კონფერენციას გამართავს. ”ბარსელონასა” და ”სელტას” შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
სურათები:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]