მზადება თასისთვის დაიწყო
მოდუნების დრო არ არის. ”რაიო ვალეიკანოს” განადგურებიდან რამდენიმე საათში გუნდმა ”სიუტატ ესპორტივაზე” ესპანეთის სამეფო თასის 1/32 ფიანლური შეხვედრისთვის მზადება დაიწყო, რომელიც სამშაბათს გაიმართება. გუნდი ”ალავესს” ესტუმრება.
ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ ძირითადში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ, ხოლო დანარჩენები, მათ შორის ხავიერ მასკერანო სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ. პირველი გუნდის წევრებთან ერთად სესიაზე ”ბარსა ბ”-ს მოთამაშეები, ტელიო, მასიპი, არაუხო, კვინტილა, ესპინოსა და მიგელ ანხელი იმყოფებოდნენ. ტრავმირებული ფეხბურთელები კი სპეციალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებენ.
ფეხბურთელები მორიგ ვარჯიშს ხვალ დილით გამართავენ. სესიის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც ასევე მატჩის 16 კაციან განაცხადს დაასახელებს. შეხვედრა ”ალავესთან” სამშაბათს, ადგილობრივი დროით 22 საათზე დაიწყება.
სურათები:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]