სავარჯიშო სესია მესის გარეშე

სავარჯიშო სესია მესის გარეშე

 

1 დღიანი დასვენების შემდეგ ”ბარსელონა” ვარჯიშს დაუბრუნდა. გუნდი მზადებას ხვალ, ”სელტასთან” გასამართი შეხვედრისთვის აგრძელებს. სესიაში მონაწილეობა სამწვრთვნელო შტაბის ნებართვით არ მიუღია ლეო მესის.

 

პუიოლი და პიკე ინტენსიურად ვარჯიშობდნენ მოედანზე

 

პირველი გუნდის წევრების გარდა ”სიუტატ ესპორტივაზე” სარეზერვო გუნდის 4 მოთამაშე ვარჯიშობდა (ტელიო, მიგელ ანხელი, კვინტილა, გუსტავო). რაც შეეხებათ ტრავმირებულებს, კარლეს პუიოლს და ხერარდ პიკეს, ორივე მათგანი აღდგენითი პროგრამის ფარგლებში მოედანზე, თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ.

 

ბოლო მზადება შაბათს

 

როგორც წესი საშინაო შეხვედრის წინ გუნდი ბოლო ვარჯიშს თამაშის დღეს ატარებს. ”ბარსელონა” ბოლო დეტალებს ”სელტასთან” შეხვედრამდე ხვალ, 10:30 საათზე, ”ნოუ კამპზე” დახურულ კარს მიღმა დააზუსტებს. სესიის დასრულების შედმეგ გუნდი სასტუმრო ”NH Constanza”-ში შეიკრიბება, სადაც მოთამაშეები შეხვედრის დაწყებამდე დარჩებიან.

 

 

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=3vy8cxMa1a8]

სურათები:

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.