მესი: "დღეს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ!"
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ ანდრეს მესიმ, თავის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა თავისი პირველი შვილის, ტიაგოს დაბადება.
ჩვილს, რომელსაც ანტონელამ და ლეომ ტიაგო დაარქვეს, გუშინ მოევლინა ჰოსპიტალში, რომელიც "კამპ ნოუსთან" ახლოს მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ ლეომ საკუთარი საყვარელი ადამიანის, ანტონელას ფეხმრძიმობის შესახებ თავად ისაუბრა 2012 წლის ივნისში.
"დღეს მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში. დაიბადა ჩემი ბიჭი. მადლობას ვუხდი ღმერთს ამ უდიდესი საჩუქარისთვის. დიდი მადლობა ჩემს ოჯახს მხარდაჭერისთვის ! ყვეალანი მიყვარხართ." - დაწერა არგენტინელმა.
მიუხედავად ამ ბედნიერი მომენტისა, "ბარსელონას" შტაბი მოუთმენლად ელის ბედნიერ მამას, სრულ საბრძოლო განწყობაზე პრიმერას მე-10 ტურში "სელტასთან", რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]