ჩავი: "დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ"
"ბარსელონას" კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, ესპანეთის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასის ჩაბარების შემდეგ, "კამპ ნოუზე" შეკრებილ გულშემატკივრებს მიმართა.
"დიდი მადლობა ყველა თქვენგანს. დღეს, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. აქ 17 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. კიდევ 2 ტიტული - ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა გვინდა. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას აქ, "კამპ ნოუზე", ყველანი ერთად ვიზეიმებთ.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღეს აქ არიან. თქვენი მხარდაჭერა შესანიშნავი იყო."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]